(+995 32) 144 184


 CAS-ის ლაბორატორიული სასწორები CUW, CUX ტიპები
დატვირთვის გაზომვა ელექტრომაგნიტური კომპენსაციის პრინციპით.

       CUX და CUW  ყველა მოდელში გამოიყენება”ერთიანი ბლოკის”გადამწოდის დამზადების ტექნოლოგია. ელექტრომაგნიტური
 კომპენსაციის პრინციპით ტრადიციულად აწყობილი გადამწოდი შეცვლილია ალუმინის შენაერთისაგან დამზადებულ ერთიანი
ბლოკით.  სასწორის გამოყენების დროს უამრავი უსეთი უპირატესობები გაჩნდა, როგორიც არის: გადამწოდის სწრაფი გამოძახილი
დატვირთვის ზემოქმედებისას, სტაბილურობის მაღალი დონე, გამძლეობა.
      ადაპტიური ავტომატური კალიბრება ჩაშენებული საწონით სასწორს  ცვალებად გარემოსთან ავტომატური ადაპტაციის საშუალებას აძლევს.
     დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ავტომატური კალიბრება ნიშნავს ოპერატორის მხრიდან კალიბრებისათვის ყოველგვარი 
მოქმედებების  გამორიცხვას. მაგალითად,  შეიძლება დავაყენოთ რამდენიმე (3-დე) ავტოკალიბრება დღეღამეში შესვენების დროს,
 რაც, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ჩვენებების უტყუარობაზე.
    ერთი კლავიშის დაჭერით ავტომატური კალიბრება  შეიძლება იყოს გამოყენებული ოპერატორის მიერ  სასწორის შეცვლილ გარემოსთან
დაუყონებლივ ადაპტაციისათვის.

ერთი გასვლით კალიბრების გამოყენება საგრძნობლად ამცირებს კალიბრების პროცესის დროს.
    ჩაშენებული საათი  შემდეგი ანგარიშგების მიზნით იძლევა  კალიბრების თარიღისა და დროის დაფიქსირების საშუალებას.
   ინფორმაციის გადაცემა პერსონალურ კომპიუტერში სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე.
  აწონვის შედეგები შესაბამისი დაყენებების მეშვეობით გადაიცემა პერსონალური კომპიუტერის მეხსიერებაში როგორც ჩვეულებრივი ტექსტი
(კურსორის ადგილას).

   მონაცემების გაცვლის საბაზო ინტერფეისია RS-232C.
   თვლის რეჟიმი გამოიყენება ნაკეთობათა რაოდენობის  აწონვის მეთოდით განსაზღვრისათვის.
  დატვირთვის გრაფიკული სკალა აჩვენებს მასას გრაფიკულად. სკალის დანაყოფების რაოდენობა იცვლება ტვირთის მასის ცვლის პროპორციულად.

  კალიბრების ალტერნატივად შეიძლება იყოს გამოყენებული სასწორის გამოყენების ადგილის შესაბამისი სიმძიმის ძალის მნიშვნელობის შეტანა.

  შედარების რეჟიმი. შეიძლება იყოს გამოყენებული დოზირების დროს.


                                        თვისებები
• სიზუსტის კლასი: მოდელები CUW620HV, CUW6200HV – სპეციალური;
მოდელები CUW420S, CUW4200S, CUX420S, CUX4200S – საშუალო;
დანარჩენი მოდელები –მაღალი
• ნულის ავტომატური დაყენება
• ტარის მასის ამორჩევა აწონვის დიაპაზონიდან.
 • მუშაობის რეჟიმები: აწონვის (მათ შორის პროცენტული), ერთი წონის დეტალების დათვლა,
ჩვენებების გასაშუალება არასტაბილური დატვირთვის დროს, აწონვა დაშვებით.
მყარი ნივთიერებების და სითხეების სიმკვრივის გაზომვა და სხვა
• სასწორის დაკალიბრება: გარე (მოდელი CUX) ან შიგა ჩაშენებული გირით (მოდელი CUW)
•აწონვის ერთეულების არჩევა 
• მუშაობაში შესვენების დროს ავტომატური გამორთვა
• მემბრანული კლავიატურა
• ადვილად წასაკითხი დისპლეი
• უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ბაქანი
• ჩაშენებული პროგრამა WindowsTM
• GLP, GMP, ISO9000 სტანდარტების შესაბამისობა
• მუშა ტემპერატურების დიაპაზონი:
10 ~ 30°С (CUW220H, CUW420H, CUW620HV, CUW6200 HV, CUW820S, CUW2200H, CUW4200H, CUW 8200S);
5 ~ 40°С – დანარჩენი მოდელები