(+995 32) 144 184


 CAS–ის ანალიტიკური  სასწორები CAUW, CAUW-D, CAUX, CAUY ტიპები
  
          CAUX, CAUW და CAUW-D  ყველა მოდელში გამოიყენება ”ერთიანი ბლოკის” გადამწოდის დამზადების ტექნოლოგია.
ელექტრომაგნიტური კომპენსაციის პრინციპით ტრადიციულად აწყობილი გადამწოდი შეცვლილია ალუმინის შენაერთისაგან
დამზადებული ერთიანი ბლოკით.  აქედან გამომდინარე გაჩნდა უამრავი ისეთი უპირატესობები სასწორის გამოყენების
დროს, როგორებიც არის: გადამწოდის სწრაფი გამოძახილი დატვირთვის ზემოქმედებისას, სტაბილურობის მაღალი დონე, გამძლეობა.
 ადაპტიური ავტომატური კალიბრება ჩაშენებული საწონით სასწორს  ცვალებად გარემოსთან ავტომატური ადაპტაციის საშუალებას იძლევა.
 დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ავტომატური კალიბრება ნიშნავს ოპერატორის მხრიდან კალიბრებისათვის ყოველგვარი  მოქმედებების
 გამორიცხვას. მაგალითად,  შეიძლება დავაყენოთ რამდენიმე (3-მდე) ავტოკალიბრება დღეღამეში შესვენების დროს, რაც, რა თქმა უნდა,
გავლენას მოახდენს ჩვენებების უტყუარობაზე.
 ერთი ღილაკის დაჭერით ავტომატური კალიბრება  შეიძლება იყოს გამოყენებული ოპერატორის მიერ  სასწორის შეცვლილ გარემოსთან დაუყოვნებლივ ადაპტაციისათვის.
 ერთი გასვლით კალიბრების გამოყენება საგრძნობლად ამცირებს კალიბრების პროცესის დროს.
ჩაშენებული საათი  შემდეგი ანგარიშგების მიზნით იძლევა  კალიბრების თარიღისა და დროის დაფიქსირების საშუალებას.
 ინფორმაციის გადაცემა პერსონალურ კომპიუტერში სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. ჩაშენებული Windows-ი.
 აწონვის შედეგები შესაბამისი დაყენებების მეშვეობით  გადაიცემა პერსონალური კომპიუტერის მეხსიერებაში როგორც ჩვეულებრივი
ტექსტი (კურსორის ადგილას).
მონაცემების გაცვლის საბაზო ინტერფეისია RS-232C.
 თვლის რეჟიმი გამოიყენება ნაკეთობათა რაოდენობის   აწონვის მეთოდით განსაზღვრისათვის.
დატვირთვის გრაფიკული სკალა აჩვენებს მასას გრაფიკულად. სკალის დანაყოფების რაოდენობა იცვლება ტვირთის მასის ცვლის პროპორციულად.
 კალიბრების ალტერნატივად შეიძლება იყოს გამოყენებული სასწორის გამოყენების ადგილის შესაბამისი სიმძიმის ძალის მნიშვნელობის შეტანა.
 შედარების რეჟიმი. შეიძლება იყოს გამოყენებული დოზირების დროს.
 
                                                  თვისებები
• ავტომატური ადაპტიური კალიბრება     გარემოს ტემპერატურის ცვალებადების დროს
• ნულის ავტომატური დაყენება
• ტარის  მასის მრავალჯერადი ამორჩევა აწონვის დიაპაზონიდან
• მუშაობის რეჟიმები: აწონვის (მათ შორის პროცენტული), ერთი წონის დეტალების დათვლა,  ჩვენებების გასაშუალება არასტაბილური დატვირთვის დროს, აწონვა დაშვებით,
მყარი ნივთიერებების და სითხეების სიმკვრივის გაზომვა და სხვა
• სასწორის კალიბრება: გარე (მოდელი CAUY),  შიგა ჩაშენებული საწონით ან გარე (მოდელი CAUW,CAUW-D, CAUX
•აწონვის ერთეულების არჩევა(გრამები, კარატები და ა.შ)  
• მუშაობაში შესვენების დროს ავტომატური გამორთვა                                                                                                                                                                                                
•  საკალიბრო გირის მასის შეყვანა კლავიატურიდან
•   თხევადკრისტალური ინდიკატორი შენათებით (მოდელი CAUW)
• მემბრანული კლავიატურა
• ადვილად წასაკითხი დისპლეი
• უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ბაქანი
• ჩაშენებული პროგრამა WindowsTM
• GLP, GMP, ISO9000 სტანდარტების შესაბამისობა
                         მთავარი განსხვავებები მოდელების მიხედვით:
        CAUW220D - ფუნქციების სრული კრებული, აწონვის ორმაგი დიაპაზონი
        CAUW220  - ფუნქციების სრული კრებული,არა აქვს აწონვის ორმაგი დიაპაზონი
        CAUX220  - ამის გარდა არა აქვს დისპლეის შენათება და  ავტოკალიბრება მოცემულ 
                               დროის მონაკვეთში
        CAUY220  - ამის გარდა არა აქვს ადაპტური  და შიდა კალიბრება, მხოლოდ გარეთა